უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2016 15:20
font-size

აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობაში მნიშვნელოვანია ხარვეზები გამოავლინა

აუდიტის სამსახურმა შპს „თბილსსევის ჯგუფის“ 8-თვიანი კვლევა დაასრულა და 2014-2015 წლების ანგარიში წარმოადგინა.

წარმოდგენილ დოკუმენტში მნიშვნელოვან ხარვეზებზეა საუბარი.

მედიანიუსი აუდიტის სამსახურის კვლევის შემაჯამებელ მიმოხილვას უცვლელად გთავაზობთ.

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის განკარგულების 1 შესაბამისად, 2015 წელს ქ. თბილისის ბიუჯეტით დასუფთავების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 55,900.0 ათასი ლარიდან 52,276.2 ათასი ლარი მიმართულია კომპანიის საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად. შედეგად აღნიშნული სახსრები ვერ აისახა კომპანიის ერთობლივ შემოსავალში და სამეურნეო წელი დასრულებულია 57,580.3 ათასი ლარის ზარალით;
2. სპეცტექნიკის - ნაგავმზიდების მოძრაობის საბაზისო მარშუტები არ არის დამტკიცებული;
3. აუდირებულ პერიოდში 201.9 ათასი ლარის ღირებულების 134.9 ათასი ლიტრი ბენზინი და 3,583.9 ათასი ლარის ღირებულების 2,498.9 ათასი ლიტრი დიზელის საწვავი ჩამოწერილია ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე რომელთაც საერთოდ არ გააჩნდათ ოდომეტრი ან ოდომეტრი გამოსული იყო მწყობრიდან;
4. ადგილი ჰქონდა ქ. თბილისის გარეთ მდებარე ავტოგასამრთ სადურებში კომპანიის ბალანსზე რიცხულ და სამსახურის საჭიროებისთვის გამოყენებულ პირად მსუბუქ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის შემთხვევებს ისეთ დღეებში, როდესაც კომპანიის თანამშრომლები ქალაქის ფარგლებს გარეთ მივლინებულნი არ ყოფილან. აუდირებულ პერიოდში ქალაქგარეთ ჩასხმულია 25,417 ლარის1 ღირებულების 16,665 ლიტრი ბენზინი, მათ შორის 10,997 ლიტრი2 კომპანიის კუთვნილ, ხოლო 5,668 ლიტრი3 საკუთარ ავტომანქანებში;
5. კომპანიას არ გააჩნდა სტანდარტი თოვლცვენის დროს ქუჩებსა და მოედნებზე მარილის მოყრაზე. საავტომობილო გზების შეკეთებისა და მოვლა - შენახვის ტექნიკური წესებით (BCH 24- 88) ხელმძღვანელობის შემთხვევაში, კომპანიას აუდირებულ პერიოდში ნაცლად 5,424.0 ტონისა უნდა გაეხარჯა 1.084.8 ტონა მარილი4 , ანუ 4,339.2 ტონით ნაკლები ( 568.8 ათასი ლარის ღირებულების5). გარდა აღნიშნულისა, კომპანიას მარილი მოყრილი აქვს იმ დღეებშიც როდესაც გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაში ყინვა და თოვლცვენა არ ფიქსირდება;
6. დეფექტური აქტების არ არსებობის გამო ვერ იქნა მიღებული სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის კონკრეტული სარემონტო - სამშენებლო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება.
7. კომპანიის შიდა კონტროლის სამსახური სრულყოფილად არ ასრულებდა დებულებით გათვალისწინებულ ფუნქცია - მოვალეობებს. კერძოდ, ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველწლიური სამუშაო გეგმები, ხოლო მათ მიერ შედგენილი ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ კომპანიის საქმისწარმოებისა და საარქივო განყოფილებაში არ ფიქსირდება;
8. აუდირებულ პერიოდში კომპანიას არ უსარგებლია ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებებით მისთვის მინიჭებული უფლებით - მოეხდინა შედარება ენერგოკომპანიების სპეცანგარიშებზე დაგვა-დასუფთავებისათვის და ნარჩენების მართვის მომსახურეობისათვის შემოსული და კომპანიის ანგარიშზე გადარიცხული თანხების შესახებ. ასევე არ განხორციელებულა შედარება ენერგოკომპანიების ანგარიშებზე შემოსული და თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ გააჩნია გადამხდელთა საკუთარი ბაზა და ძირითადად ენერგოკომპანიებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ენერგოკომპანიების ბაზებთან მათი წვდომა კი შემოიფარგლება მხოლოდ სტუმრის სტატუსით;
9. მიწოდების ერთი დღის ვადაგადაცილების მიზეზით 7,000 ტონა ტექნიკური მარილის შესყიდვაზე არსებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და გადაუდებელი აუცილებლობით ორი ხელშეკრულების უფრო მაღალი ფასით გაფორმების შედეგად შესასყიდი ერთი ტონა ტექნიკური მარილის ღირებულება გაზრდილია 46 ლარით და ფაქტობრივი მიწოდებიდან გამომდინარე გადახდილია 216.6 ათასი ლარით მეტი;
10. შეუსრულებელია კომპანიასა და შპს “ნეოტექს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ კომპანიის კუთვნილ ა/მანქანებზე და ნაგვის ურნებზე დამონტაჟებული მონიტორინგის სისტემის მოწყობილობებით კომპანიას დღემდე არ უსარგებლია 7 , თუმცა 994.0 ათასი ლარი სრულადაა ანაზღაურებული. ამასთან, მიწოდებულ საქონელზე ფასნამატი შეადგენს 434.1 ათას ლარს (116%);
11. ნაგავსაყრელი პოლიგონის მეორე უჯრედის მშენებლობასა და ნაჟური წყლის გამწმენდი დანადგარის მოწყობის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, კომპანიის მხრიდან პრეტენდენტების მიმართ არ იყო დაცული სამართლიანი მიდგომა. შედეგად, გამარჯვებულია შპს „ჯავამ“, რომლის საბოლოო შემოთავაზებული ფასი 8 6,450 ლარი - ათასი ლარით ნაკლებია სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე;
12. შესასყიდი საქონლის წარმოდგენაზე პრედენდენტებს ეძლეოდა მცირე ვადები (1- 3 დღე), რაც ზღუდავდა ტენდერში მონაწილე პირთა რაოდენობას, შესაბამისად მცირდებოდა კონკურენცია და საქონლის შესაძლო დაბალ ფასად შესყიდვის შესაძლებლობა;
13. საბურავების შეძენის შემთხვევაში გამოვლინდა ტენდერში მონაწილე უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტისადმი არასამართლიანი მიდგომა;
14. ქუჩის დასაგველი მინდვრის ცოცხის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერებში, სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრული იყო ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. ტენდერებში უმეტეს შემთხვევაში მიმწოდებლები იმარჯვებდნენ სატენდერო წინადადების ფასით.
15. ცალკეულ შემთხვევებში ტენდერების გამოცხადებისას არასწორად იყო განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები, შესაბამისად ტენდერებში გამარჯვებულად ცხადდებოდნენ ისეთი მიმწოდებლები, რომელთა მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა საბაზრო ფასს;
16. კომპანიას არ ჩაუტარებია მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრულყოფილი ინვენტარიზაცია. ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიაში რიცხული დავალიანების ოდენობა არ შეესაბამება რეალობას

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი