უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 თებერვალი, 2017 16:25
font-size

„აუდიტორია 115“-მა უნდა დატოვოს მეექვსე კორპუსი - თსუ-ის რექტორი

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „აუდიტორია 115“-მა უნდა დატოვოს მეექვსე კორპუსის შენობა, რათა სწავლის პროცესს ხელი არ შეეშალოს.

„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ „აუდიტორია 115“-მა დატოვოს მეექვსე კორპუსის ტერიტორია, მოგვცენ საშუალება, ყველას ერთად, დავიწყოთ ნორმალურად სასწავლო პროცესი, მითუმეტეს, ამ კორპუსში ჩვენ გვაქვს ტექნიკა, რომელიც აუცილებელია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის. მეოთხე კურსის სტუდენტებს, ძირითადად, აქვთ პრაქტიკული მუშაობა, სხვადასხვა საშუალებებით ჩვენ ვახერხებდით, რომ ჟურნალისტიკის სტუდენტები გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა კორპუსში. ახლა უკვე, რადგან „აუდიტორია 115“-ის პირობები შესრულებულია ან შესრულების პროცესშია, არა მგონია, რომ კიდევ დარჩა რაიმე შემაფერხებელი, რაც მათ მეექვსე კორპუსში დატოვონ“, - განაცხადა შარვაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

თსუ-ის რექტორის თქმით, სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნები სცილდება „არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს“.

შარვაშიძის ვარაუდით, პარლამენტი გაიზიარებს უნივერსიტეტის მოთხოვნას.

„რაც შეეხება კანონში ცვლილების შეტანას, უნივერსიტეტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. არაერთხელ საჯაროდ მივმართეთ კიდეც შესაბამის კომიტეტსა და პარლამენტს. უნივერსიტეტის პოზიცია არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც შეეხება სტუდენტური ცხოვრების ნებისმიერ მოწყობას, უნდა იყოს გადაწყვეტილი უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში. ჩვენ გვგონია, რომ კანონი არ უნდა იყოს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს უნივერსიტეტი. კანონი უნდა იყოს საერთო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც ვაკეთებთ დაშვებას, რომ აუცილებელია, ყველა სტუდენტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და თანაბარი წვდომა იმ სიკეთეებზე, რაც უნივერსიტეტში არსებობს. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებას“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

აუდიტორია 115-ის წევრის, თამარ ყალიჩავას განცხადებით, მოძრაობა არ ენდობა მთავრობას.

„სანამ საგაზაფხულო სესია არ დაიწყება და არ გავა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ჩვენ არ გვაქვს ნდობის საფუძველი, რადგან ბევრჯერ მოხდა, რომ მთავრობის წევრებმა ნდობა ვერ გაამართლეს. შესაბამისად, გვჭირდება უფრო ქმედითი ნაბიჯი“, - განაცხადა ყალიჩავამ.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი