უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2017 18:45
font-size

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციას გეგმავენ

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციის მოწყობას გეგმავენ. მშობლების უკმაყოფილება აუტიზმის ქვეპროგრამაში ცვლილებების განხორციელების დაანონსებამ გამოიწვია.

ერთ-ერთი მშობელი, ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ცვლილებებით 7 წელზე ზევით აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სეანსების რაოდენობა შემცირდება.

"მერიამ ისე ჩუმად აწარმოა მოლაპარაკებები სერვისპროვაიდერებთან, რომ მშობლებს არც კი გაგვაგებინა. სერვისპროვაიდერების რეკომენდაციების გათვალისწინებით 7 წლის ზევით აუტიზმის მქონე ბავშვებს 20 საათის ნაცვლად 15 საათს დაუფინანსებენ თურმე. რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი შვილების ბედი ისე, რომ ჩვენ არც კი გვითხარით, რატომ არცერთმა პროვაიდერმა არ გვითხრა ამის შესახებ, მაშინ როდესაც ძალიან კარგად იცით რამდენს ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის?! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ, მშობლები სრულიად მარტო ვართ და კაციშვილი არ გვიდგას გვერდში ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს მერია, მშობლებს ნუ დაგვცინით და ჩვენს ნერვებს ნუ ცდით. ნუ გააკეთებთ ისე, რომ 600 გამწარებული მშობელი მოვვარდეთ მერიაში!!!

ეს ცვლილებები უნდა გადაეგზავნოს საკრებულოს და საკრებულომ უნდა დაამტკიცოს საბოლოოდ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. სავსებით შესაძლებელია ხვალვე მოხდეს ამის დამტკიცება ამიტომ ხვალ დილას 11 საათზე ვგეგმავთ მაშტაბურ აქციას მერიის წინ და ვითხოვთ შეხვედრას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმება.

მივმართავვ ბატონ Irakli Pavlenishvili-ს, ყველაზე ჰუმანურ ადამიანად ვთვლი, იმ საჯარო მოხეელბს შორის, ვისთანაც კი მქონია შეხება. ძალიან გთხოვთ არ დაამტკიცოთ ეს დადგენილება, სანამ მერიას არ შევხვდებით და ამ გადაწყვეტილებას არ შევაცვლევინებთ. ასევე მივმართავ Rati Ionatamishvili რატი შენ ხარ ჩვენი ხმა პარლამენტში და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა ეს!

P.S. დიდი იმედი მაქვს ყველა მშობელი გააანალიზებთ ამ ვითარებას და ერთმანეთს არ დავერევით, რაც სწორედ მერიის ინტერესებშია!"-წერს მარი კორკოტაძე.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი