უახლესი ამბები
- 14.12.2024 12:08ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს - პრეზიდენტი
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
საზოგადოება
ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია - კახა კალაძე
ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე ახალ ბინებში დაბრუნდებიან.
„სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე საკუთარ სახლებს, ოღონდ სრულებით ახალს და მოწესრიგებულს დაუბრუნდებიან. საუბარია 36 ოჯახზე. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გარემონტებული ბინები გადაეცემა 21 მოსახლეს, ხოლო დანარჩენი 15 მოსახლე გარემონტებული ბინით მომდევნო ერთ თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება. ამ მისამართზე იდგა ავარიული, 4-სართულიანი შენობა, განვახორციელეთ მისი დემონტაჟი და, მის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამა გრძელდება და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას გვერდით მაქსიმალურად დაუდგება.
„როგორც იცით, მანამდე გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებდით ისეთი შენობა-ნაგებობების, რომლებიც საცხოვრებლად საშიში იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ პრობლემა ჩნდებოდა. 2021 წლის არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ წარმოვადგენდით პროგრამას, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, ეტაპობრივად ჩაგვენაცვლებინა ავარიული შენობა-ნაგებობები ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. ამ პროგრამამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. უკვე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა – ზოგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ზოგან გაცემულია ნებართვები და სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება, ზოგიერთი პროექტი კი ნებართვის მიღების ეტაპზეა. ყველას გვერდით დავუდგებით. გვინდა, რომ თბილისის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ავარიული შენობა-ნაგებობა ჩავანაცვლოთ ბიზნესის ხელშეწყობით და იქ მცხოვრებლებს მივცეთ საშუალება, იცხოვრონ ახალაშენებულ, გარემონტებულ, მოწესრიგებულ სახლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.