უკან

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2024 18:53
font-size

200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის პროექტი 2023 წლიდან ხორციელდება და წელს სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადი მიიღო. ამჯერად, შემოდგომის ნაკადზე მონაწილეობის მისაღებად VII-XI კლასის მოსწავლეები დარეგისტრირდნენ, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 200 ახალგაზრდა შეირჩა, რომელთაგან 30 საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.

STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.

შეგახსენებთ, რომ STEM-ი აბრევიატურაა, რომელიც მომავლის მიმართულებებს - მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა აერთიანებს. შესაბამისად, STEM სკოლის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა დარგის სპეციალისტებისგან.

“საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ მომავლის პროფესიებით და ამ მიმართულებით მივცეთ მათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. რათა ხელი შეუწყონ მომავალში საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამისათვის, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს STEM მიმართულებით ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ, ყოველ წელს საუკეთესო შედეგის მქონე 60-მდე მოსწავლეს სწავლას სრულად ვუფინანსებთ. შედეგად, STEM სკოლისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, პროექტით, მეოთხე ნაკადის ჩათვლით, 4000-ზე მეტი მოსწავლე დაინტერესდა, ჯამურად 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათგან კი საქართველოს ბანკი სტიპენდიით 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

22 ოქტომბერი, 2024 , 10:35

საქართველოს მთავრობამ,ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ცენტრაული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმ

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და უნდათ, ვირტუალური რეალობა რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ - ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი, 2024 , 08:38

ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდათ, რომ რეალობად მოგაჩვენონ, ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სა

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

21 ოქტომბერი, 2024 , 18:17

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პ

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

21 ოქტომბერი, 2024 , 18:17

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პ

„ეტყობა მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც „მთავარ არხს“ ფინანსური მაქინაციებით 11 მილიონი ვალი აჰკიდე“ - „მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს

21 ოქტომბერი, 2024 , 17:43

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ნიკა, გაუგებარია, რომ ჩვენი ამდენწლიანი პირადი ნაცნობობა ვეღარ

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

21 ოქტომბერი, 2024 , 15:25

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს დედაქალაქ