უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგისას ტექდათვალიერების ცენტრებში ქრთამის შეთავაზების ფაქტები დაფიქსირდა - ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტექდათვალიერების ცენტრებში, პერსონალთან ქრთამის შეთავაზების ფაქტები იყო.

ლალიაშვილის თქმით, კვლევა ჩატარა 7 ინსპექტირების ცენტრში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

„გარდა დაკვირვების მეთოდისა, ჩატარდა ფოკუს ჯგუფები, ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები სხვადასხვა მხარესთან. საბოლოო ჯამში, შეიქმნა ერთიანი სურათი, თუ რას ფიქრობენ მომხმარებლები, მძღოლები, თავად ინსპექტორები რეფორმასთან დაკავშირებით. აქ იკვეთება რამდენიმე საკითხი, ეს არის თავად რეფორმის მართვა, მენეჯმენტი და მონიტორინგი პროცესისა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, მაგრამ იკვეთება სერიოზული შეფერხება, იმიტომ რომ არ არსებობს სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც გაუწევს მართვასა და კონტროლს თავად ტექინსპექტირების ცენტრებში, შეფასებას გააკეთებს ამ პროცესისას. ეს მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც ხორციელდება რეფორმა, მას სჭირდება სერიოზული კონტროლი. ეს არის დასახვეწი. სტატისტიკასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ აღირიცხება როგორც ტექინსპექტირების ასოციაციების მიერ, ასევე ინსპექტირების ცენტრების მხრიდან, რომლებიც არ არიან ერთიან ბაზაში შესული. სასურველია, რომ ეს ბაზები იყოს ერთიანი, თუნდაც ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით, თუნდაც ერთიანი სურათის დანახვის კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ ბაზები იყოს ერთ სტანდარტში მოქცეული“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის მიმდინარეობისას პერსონალის კვალიფიკაციის საკითხიც გამოიკვეთა.

„ვიცით, რომ გადამზადება ხდება და ეს არის დამოკიდებული ტექინსპექტირების ცენტრებზე, 1-თვიან კურსს გაატარებენ, 3 -თვიანს, თუ 11-თვიანს. რიგ შემთხვევაში გამოიკვეთა კომუნიკაციის სისუსტე თავად მომხმარებლებთან, რაც მეტად მნიშვნელოვანია ხოლმე. საბოლოო ჯამში კმაყოფილების კუთხით, გამოიკვეთა ის, რომ პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია, თუნდაც იმ პარამეტრების გარეგან დათვალიერებაზე, რაც ავტომატურად არ ხდება და მის ხელშია, თუ რამდენად მონიშნავს იმ პარამეტრებს, ეს იქნება საბურავი, ღვედები, ავტომობილის გარეგანი თუ სლონის მდგომარეობა. პერსონალის კვალიფიკაცია და მისი კეთილსინდისიერება, მეტად მნიშვნელოვანია, მისი ცნობადობის დონე მნიშვნელოვანია და ეს სამი მიმართულება საჭიროებს ასევე გადამზადების კუთხით დახვეწას.

კორუფციის რისკებს რაც შეეხება, ესეც საინტერესო მიგნებაა, ფოკუს ჯგუფებში გამოიკვეთა, რომ ქრთამის შეთავაზების ფაქტები პერსონალთან იყო. არ იყო ეს მუდმივი და ინტენსიური, მაგრამ პრეცედენტები არსებობდა და აქაც მხოლოდ პერსონალის კეთილსინდისიერების იმედად რომ არ ვიყოთ, მონიტორინგის მნიშვნელობა არის მეტად გასათვალისწინებელი.

ასევე ვიტყოდი რიგიანობის შესახებ, ჯერჯერობით თვითდინებით მიდის. ვიცით, რომ ვებგვერდი არსებობს, სადაც მძღოლებს შეუძლიათ ჩაეწერონ, ასევე არსებობს ცხელი ხაზი, რომელიც შეუძლიათ, გამოიყენონ, დარეკონ და ჩაეწერონ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება. ამას სჭირდება საზოგადოების ძალიან სერიოზული ინფორმირებულობა”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი