საზოგადოება


ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ მძღოლების მოსაზრება და მდგომარეობა, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ. ერთი წლის შემდეგ სხვა ტიპის შეზღუდვა იქნება, რომელზეც მძღოლებთან კონსულტაციას გავივლით“, – განაცხადა მინისტრმა.
ჯანო ამყოლაძემ, რომელიც დღეს თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მძღოლებს სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„ოთხი დღეა აქ ვდგავარ და იმას მივაღწიეთ, რომ ადგილზე დავბრუნდებით. ვიმუშავებთ იმდენ ხანს, სანამ შეგვეძლება. დავუბრუნდეთ ადგილებს და პირობას გაძლევთ, თუ რამე შეიცვალა, ისევ იქ ავალ, სადაც დღეს ვიყავი“, – განაცხადა ამყოლაძემ.
დღეს ამყოლაძე შენობის სახურავზე აძვრა და ბენზინი გადაისხა. ის ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახურავიდან გადმოხტომით ან თავის დაწვით იმუქრებოდა.
ამყოლაძე სხვა გადამზიდავების მსგავსად, ითხოვდა იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.
გადამზიდავები ამ ბრძანებას უკვე მე-4 დღეა, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აპროტესტებენ.
საკვანძო სიტყვები:
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00
ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“
23 იანვარი, 2021 , 14:49

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:43

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
23 იანვარი, 2021 , 13:00