უკან

საზოგადოება

8 ივნისი, 2017 14:30
font-size

აზარტული ბიზნესის შემოსავალმა საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სათამაშო ბიზნესმა მომგებიანობით ყველა სექტორი ჩამოიტოვა. აზარტული ბიზნესის რეკორდული მოგების შესახებ სტატიას გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა’’ აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით. 2015 წელს აზარტული თამაშის შემოსავალი 3,121,744,711 ლარს შეადგენდა.

აქვე აღნიშნულია, რომ 2016 წელს აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოგებამ 363 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 50 მილიონით მეტია 2015 წელთან შედარებით. აზარტული თამაშების ბაზარზე ამჟამად 252 კომპანიაა.

,,სათამაშო ბიზნესი ყველაზე მომგებიანია ამჟამად საქართველოში, ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა - 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა’’, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამავდროულად ბიუჯეტი ამ კუთხით მნიშვნელოვან სარგებელს ვერ იღებს.

,,მართალია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა წელს 89,3%-ით გაიზარდა, მაგრამ მისი მასშტაბები მაინც მცირეა. შემოსავლების სამსახურის მიერ ,,კომერსანტისთვის’’ მიწოდებული ინფორმაციით, თუ 2016 წლის პირველ კვარტალში ამ ბიზნესიდან ბიუჯეტმა 17,882 მილიონი ლარი მიიღო, წელს 3 თვეში ამ თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი 1,4%-ს არ აღემატება. კიდევ უფრო მცირე იყო 2016 წლის 3 თვეში - 0,8%’’, - წერს გამოცემა.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ აზარტული ბიზნესიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი ძალიან ცოტაა, თუმცა მან ტურიზმის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მაგალითად, აჭარაში 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, სწორედ კაზინოების გამო აშენებენ, ვინაიდან სათამაშოდ უამრავი ადამიანი ჩამოდის მეზობელი ქვეყნებიდან.

გამოცემას შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაც მოყავს, რომლის თანახმადაც, 2014 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 63,143 მილიონი ლარი შევიდა, ხოლო 2015 წელს - 66,486 მილიონი ლარი.

შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა მხოლოდ 2016 წელს და 109 მილიონ ლარს მიაღწია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი