უკან
პოლიტიკა
20 ივლისი, 2018 15:20
ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა და ამით უნდა, დავით ჭიჭინაძე შემოიყოლოს - რომან გოცირიძე
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებულ ამბებზე საუბრისას გაიხსენა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გედევან ფოფხაძის მაგალითი, რომელიც პარტიას ტოვებდა და შემდგომ ისევ ბრუნდებოდა.
„გახსოვთ, მარკესის რომანში, აურელიანო ბუენდიამ 30 ომი წამოიწყო და ოცდაათივეში დამარცხდა. გმირი დამარცხებაში იგრძნობა, ასეთი პოლიტიკური მესიჯი არის ამაში. ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა და ამ დაბრუნების მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავით ჭიჭინაძე შემოიყოლოს. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ბატონი დავითი ბატონ გედის, ვიდრე ის, რატომ შეხვდება დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს“, - განაცხადა გოცირიძემ.