უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2020 14:20
font-size

ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების კუთხით ითანამშრომლებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა. მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, თამარ ბერუჩაშვილის მხარდაჭერით გაფორმდა.
ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო განათლების განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებასა და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის განცხადებით, მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს, როგორც საერთაშორისო საზღვაო განათლების მსოფლიო ცენტრსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, როგორც საქართველოს საზღვაო განათლებისა და წვრთნის წამყვან ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას და მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ საზღვაო განათლების, ასევე პოტენციალის ზრდისა და კვლევის სფეროში.
მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კლეოპატრა დუმბია-ჰენრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში საზღვაო დარგის განვითარებას და ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს არსებული გარემოს გაუმჯობესებისა და საზღვაო განათლებისა და წვრთნის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ქმედებებზე, რომელთაც ახორციელებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის საზღვაო აკადემია საქართველოს საზღვაო დარგისთვის ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზღვაო ინდუსტრიის ზრდას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.
„მსოფლიოს საზღვაო უნივერსიტეტი მოხარულია ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეშვეობით, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საზღვაო განათლება და წვრთნა, კვლევისა და შესაძლებლობების განვითარების კომპონენტები და, იმავდროულად, მხარი დაუჭიროს კარგად განვითარებული, კოორდინირებული და ეფექტური ნაოსნობის ზრდას საზღვაო სექტორში“, - აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კლეოპატრა დუმბია-ჰენრიმ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მეზღვაურთა წვრთნის, განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან საყრდენს. „ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ უმაღლესი დონის სტანდარტებს ამ სფეროში. ძალისხმევას არ ვიშურებთ ჩვენი ამბიციური პროგრამის განსახორციელებლად, გავხადოთ ქართული საზღვაო განათლება მსოფლიო დონის“- აღნიშნა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, როგორც საზღვაო განათლების სახელმწიფო მარეგულირებლის როლიც. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საზღვაო განათლებასთან, კვლევასა და სწავლებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. საზღვაო კვლევები ამ თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ ველოდებით ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებას, განსაკუთრებით საზღვაო პოლიტიკის სფეროში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მემორანდუმის გაფორმებას მიესალმა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს აძლევს პლატფორმას, რათა იყოს უფრო თვალსაჩინო და ჩართული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში.“

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაიმართა ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ახალი საზღვაო სასწავლებლის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის პოტენციალისა და ცენტრისათვის დასახული ამოცანების განხილვას. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის რეგიონული აქტივობებისთვის.
მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა მოიცავს საზღვაო განათლებას, საზღვაო სექტორში წვრთნის, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების კურსებს. მემორანდუმით დასახული მიზნების მისაღწევად მხარეები გაცვლიან ინფორმაციას; მიიღებენ და გაუწევენ კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტების მომზადების თვალსაზრისით; განხორცილებენ გაცვლას, მობილობას ფაკულტეტებზე შესაძლებლობის ფარგლებში; ხელს შეუწყობენ შეხვედრების, სიმპოზიუმების, ვორქშოფების კონფერენციების გამართვას; განავითარებენ ტრეინიგ პროგრამებს და საპილოტე პროექტებს.
მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ დიპლომისშემდგომი საზღვაო განათლების ცენტრს და მისი მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყოს მსოფლიო ცენტრი საზღვაო და საოკეანო განათლების, პროფესიული წვრთნის, კვლევისა და გლობალური შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი