უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2017 12:40
font-size

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობას იწყებენ

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობას გეგმავენ. ამის შესახებ მათ საქართველოს „ადვოკატთა ასოციაციასთან“ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

მოვაჭრე თამთა ნორაკიძის თქმით, სამთავრობო უწყებები არ დაეხმარნენ დაზარალებულებს, რის გამოც მოვაჭრეები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს.

„იმდენად დაზარალებულები ვართ, რომ სხვა გზა აღარ გვაქვს. მივმართეთ ყველანაირ ზომას, ყველა ინსტანციაში მივედით, ყველამ გადაგვამისამართა, რომ მათი ბრალი არ არისო, არც ბანკებში არ გვაქვს არანაირი შეღავათი“, - განაცხადა ნორაკიძემ.

მოვაჭრეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, რომ მთავრობამ არ შეასრულა თავისი დაპირება ბანკებთან შუამდგომლობის თაობაზე.
რაც შეეხება შიმშილობას, მოვაჭრეების განცხადებით, მას დღესვე პირველი სამი ადამიანი დაიწყებს, რომლებსაც 24 საათის შემდეგ სხვა სამი მოვაჭრე ჩაანაცვლებს.

საქართველოს „ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, პროტესტის ხანგძლივობა მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.

„ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება დაზარალეული ადამიანების მოთხოვნების შესრულება“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

მოვაჭრეების გადაწყვეტილებით, ისინი დღეს კარვებს გაშლიან „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე და შიმშილობას დაიწყებენ.

გარდა ამისა, ბრიფინგზე დაინიშნა ორი სპიკერი, რომლებიც შიმშილობის განმავლობაში მედიასთან და ხელისუფლებასთან იკონტაქტებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ხანძარი გაჩნდა „ბავშვთა სამყაროში“. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი