უკან

საზოგადოება

17 მარტი, 2017 14:50
font-size

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები 19 მარტს თბილისის პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები კვირას 2 საათზე თბილისის პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ამის შესახებ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.

„45 დღეა შენობა გადამწვარია და დაზარალებულის სტატუსი ამ ადამიანებს არ აქვთ და ეს არის, კარგად მოგეხსენებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ამბობს, რომ ეს ხალხი დაზარალებულია, მაგრამ ხელისუფლება და პროკურატურა ამბობენ, რომ მოწმეები არიან. ესაა სამარცხვინო და ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება მე არ მინახავს. დღეს უკვე ჩვენ გადავდივართ პერმანენტულ აქციებზე. კვირას 2 საათზე მთელ საქართველოს ველოდებით პარლამენტის წინ“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, სადაც დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. აქციის ფარგლებში მოვაჭრეებმა რუსთაველის მეტრომდე მსვლელობა მოაწყვეს.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რომლის გამო 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი