უკან

საზოგადოება

29 მარტი, 2017 15:45
font-size

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი პროკურატურის წარმომადგენელს შეხვდა. დაზარალებულთა ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, საუბრის ძირითადი თემა მოვაჭრეებისთვის დაზარალებულთა სტატუსის მინიჭებას ეხებოდა.

არევაძის თქმით, პროკურატურა დაპირდა, რომ საქმეს ეფექტურად გამოიძიებს.

„ძირითადად იყო საუბარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. გაჟღერდა ყველა პრეტენზია, რაც დაზარალებულებს გამოძიების მიმართ გააჩნიათ. დაგვპირდნენ ყველა მიმართულებით რეაგირებას. უპირველეს ყოვლისა, ველოდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ ხალხის დაზარალებულად ცნობა და ხანძარზე პასუხიმგებელი სუბიექტის ვინაობის დადგენა“, - განაცხადა არევაძემ.

დღეს ხანძრისგან დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თბილისის მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათ მოითხოვეს, რომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ. პროტესტის ნიშნად რამდენიმე მოვაჭრემ ხელბორკილები დაიბა.

წინა კვირას სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის მიერ შეთავაზებულ 3000-ლარიან ერთჯერად კომპენსაციაზე უარი თქვეს. მოვაჭრეების განმარტებით, ეს წინადადება უსამართლოა და ვერ ფარავს მათ ფინანსურ ზარალს. ისინი მინიმუმ, 5000-ლარიანი კომპენსაციის გაცემას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რომლის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი