უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 აგვისტო, 2020 16:20
font-size

ბეირუთის ტრაგედიისა და შვიდი წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა - ნათია თურნავა

ბეირუთის ტრაგედიისა და შვიდი წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ექსპორტიორი ქვეყანა ამ შემთხვევაში პასუხს ვერ აგებს.

"ამონიუმის გვარჯილა არის აზოტოვანი სასუქი, რომელიც იწარმოება მთელ მსოფლიოში და წლებია, უკვე საქართველოც აწარმოებს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის მოიხმარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ კი მისი მოხმარებისა და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება, საკმაოდ სავალალო შედეგები მივიღოთ.

2013 წელს ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდა. ეს იყო 7 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში ვინ შეიძინა, სად იმყოფებოდა ეს საქონელი, რა პირობებში იყო შენახული, რა ტექნიკური გამართულობა თუ გაუმართაობა ჰქონდა გემს, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო", - აცხადებს თურნავა.

ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, 2013 წელს საქართველოდან მოზამბიკში გადაჰქონდა გემს სახელწოდებით Rhosus. ხსენებული გემი, მედიის ცნობით, მოლდოვის დროშის ქვეშ ცურავდა.

ეს ინფორმაცია ლიბანურმა ტელეარხმა LBCI გაავრცელა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მომხდარ ორ აფეთქებას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროის ცნობებით, გარდაცვლილია, სულ მცირე, ასი და დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი