უკან
პოლიტიკა
22 თებერვალი, 2019 16:25
ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა - „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.
105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო. ქვორუმისთვის საჭირო 52 დეპუტატის მხარდაჭერა იყო.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდს საკმარისი რაოდენობა აღარ ჰყავს.