უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 ივნისი, 2020 10:15
font-size

ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ - კონგრესმენები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დასათაურებულია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

დოკუმენტში სხვადასხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა განხილული და საუბარია იმ სანქციებზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ კონგრესმა უნდა დააწესოს. გაფართოებული სანქციების სიაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კრემლის დავალებებს ასრულებს და მათი მითითებით, ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს.

"რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მის დეზინფორმაციული კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფს შემოთავაზებული ჰქონდა ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

მაგალითად, ახალი უფლებამოსილების პირობებში სანქციები დაწესდებოდა ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე. გარდა ამისა, არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელმაც გამოიყენა თავისი მედია იმპერია ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში კრემლის კონტენტთან დაკავშირებულ ოლიგარქებზე, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რათა კონგრესმა განსაზღვროს სამომავლო სანქციები, ეს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა", - წერია ანგარიში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის გავლენის სრული აღქმა დაეხმარება კონგრესს, რომ აღმოფხვრას ხარვეზები, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს მანე გავლენა იქონიოს. კონგრესმენების აზრით, უნდა განიხილონ რუსეთის გავლენა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგიის მოპოვება,

მილსადენები თუ სხვა. წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკაც და მოკავშირეებიც უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ფინანსურ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის პასუხად. მათი თქმით, ასემა სანქციებმა შესაძლებელია რუსეთის აგრესია შეაჩეროს და გააუმჯობესოს შტატებისა და მისი მოკავშირეების მდგომარეობა და ასეთი სანქციები უნდა გამოვიყენონ რუსეთის აგრესიის წინააღდმდეგ უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შემთხვევაში.

ანგარიშს ხელს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი