უახლესი ამბები
- 28.04.2025 16:40საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა
- 28.04.2025 16:34თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა
- 28.04.2025 16:11სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- 28.04.2025 15:26ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს - გია ვოლსკი
- 28.04.2025 12:33საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
- 28.04.2025 11:45გორში მკვლელობა მოხდა
- 28.04.2025 11:25საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
- 28.04.2025 11:21პროკურატურამ 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინა
- 28.04.2025 10:43ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით უკრაინაზე ილაპარაკეს
- 28.04.2025 10:122030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა


ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, შეცდომების კასკადია და მე ამით კმაყოფილი ვარ - დავით ბერძენიშვილი
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ტოტალური გაყალბებითა და დაშინებით გახდის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მოხდება შეკუმშული ზამბარის ძალიან მძიმედ გაწყვეტა და ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების ადგილი არ იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ საუბრისას თქვა.
„ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში გამოიყენა ქვეყნისთვის დამღუპველი ფრაზა - გაერთიანებული მოძალადეები. აქამდე იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტნიორებით და ახლა გაუერთიანდა სოლიდური ხმების მქონე „ევროპული საქართველო“ და სინერგიის მქონე „რესპუბლიკური პარტია“.
ჩვენ ვეხმარებით იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არც „ნაციონალებს“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ მიეკუთვნება და არ უნდა. დღეს გვაქვს ვითარება, როცა უმცირესობას აქვს საკონტროლო პაკეტი. ისინი წყვეტენ, როგორი იქნება ძალთა ბალანსი. კარგად გვიცნობს ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცის ჩვენი ფასი კრიტიკულ ვითარებაში. დიდ კოალიციებში ჩვენზე არის მოთხოვნა, რადგან ყოველთვის ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩვენს მიმართ არის გაღიზიანება ჩვენი მხარდამჭერების ნაწილში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებშიც იყო გაღიზიანება როცა სააკაშვილმა დაადასტურა ლევან ბერძენიშვილთან საუბარი. მაგრამ პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, რადგან პარტიამ უთხრა, რომ ახლა ამის დრო არ არის.
თუ სალომე ზურაბიშვილს ტოტალური გაყალბებით, დაშინებით ბიძინა ივანიშვილი გახდის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მოხდება შეკუმშული ზამბარის ძალიან მძიმედ გაწყვეტა და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების ადგილი არ იქნება. მე არ მინდა ასეთი მკვეთრი დაპირისპირება.
სულაც არ მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების როტაცია მოხდეს ახლანდელი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებით იგივე საკნებში, მაგრამ თუ გრიგოლ ვაშაძე დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება დემონტაჟისა და ხელისუფლების რბილი ცვლილების დასაწყისი. ცხადია, რომ პროგრესს ფორმალურადაც კი დაშორდა ბიძინა ივანიშვილი და დარჩა იმ ადამიანების იმედად, რომლებიც ვერასდროს ვერ გვიტანდნენ „რესპუბლიკელებს“, რადგან სოროსისტებად მიგვიჩნევდნენ იმ დროს, როცა თავის სიგრძე კომპარტიის ბარათები ედოთ ჯიბეში. ასეთ ვითარებაში ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ფავოროტია გრიგოლ ვაშაძე და მისი გამარჯვება არის შანსი პოლიტიკური პლურალიზმისა და სახელისუფლებო კოალიციისკენ. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით ბიძინა ივანიშვილს ელის საფრთხე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილმა ივანიშვილის შეცდომად შეაფასა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა. ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იქნებოდა, რომ საერთოდ არ წამოეწიათ ეს თემა.
ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რაც მისთვის სასიხარულოა.
„ფარცხალაძისთვის ბრალის დადება უნიჭო ნაბიჯია. ბრალდებულმა თავად მოითხოვა გირაო, როცა ბრალი არ უღიარებია. ასეთი რამ არ ხდება. როგორც წესი, გირაოს ითხოვენ მაშინ, როცა გამოძიებასთან მიდის მოლაპარაკება. ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, შეცდომების კასკადია და მე ამით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცალკეული ადამიანები ნელ-ნელა, საკუთარი გავლენის გამოსაყენებლად გრიგოლ ვაშაძისკენ გადადიან, მათ უკან კი ათასობით ამომრჩეველი დგას. ახლა ატირებული ივანიშვილი გამოვიდა და ყველას ყველაფერს დაპირდა, პენსიონერებს-პენსიებს, გაგდებულ, გაპანღურებულ ყოფილ აქტივისტებს, წვრილფეხობას, არც თუ მთლად წვრილფეხობას, ყველას მისცა დაპირებები“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენით ივანიშვილმა პიარაქციის გამართვა დააპირა.
საკვანძო სიტყვები:
USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები - შალვა პაპუაშვილი
28 აპრილი, 2025 , 12:02
2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 10:12
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:09

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს-2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:04
ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 08:43
დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს - შალვა პაპუაშვილი
25 აპრილი, 2025 , 14:13