უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ივლისი, 2017 16:50
font-size

ბიძინა ივანიშვილს დღეს ,,ქართული ოცნება’’ ჰყავს გარკვეული ტესტირების რეჟიმში - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოჩენას გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებამ აჭარაში, ქეთი მელუას კონცერტზე დააფიქსირეს.

როგორც ხუხაშვილმა ტვ ,,პირველის’’ ეთერში განაცხადა, საჯარო აქტივობა არ არის პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილი და მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია და აკვირდება თავის გუნდს.

,,ყველაფერი არის გარკვეული ტაქტიკის ნაწილი. ბოლო პერიოოდშო, რა თქმა უნდა, იგრძნობა, რომ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესიდან და ეს დაეტყო კიდეც მმართველობით სისტემას, რომელშიც სრული ქაოსია. გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა. გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც დაიწყო რაღაც პომპეზური პროცესი და სრულიად ჩააგდო და მიდევნებულ კონსენსუსზე დაიწყო საუბარი. სრული ქაოსია მმართველობაში და ნამდვილად დაეტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დისტანცირებული.

მეორეს მხრივ, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღესაც ბიძინა ივანიშვილის ნიშნით მიდის პოლიტიკური პროცესი. მიუხედავად იმისა, ის ერევა, მონაწილეობს თუ არ მონაწილეობს, ეს ასეა. ,,ქართული ოცნება’’, რომელმაც ვერ მოახერხა ლიდერების გენერაცია თავის წიაღში, მთლიანად პარაზიტირებს ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე. ანუ, სახელმწიფო სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ისევ და ისევ არის ბიძინა ივანიშვილი ინერციულად, მიუხედავად იმისა, ის მონაწილეობს თუ არა რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში.

მე ვფიქრობ, მას დღეს ,,ქართული ოცნება’’ ჰყავს გარკვეული ტესტირების რეჟიმში. საყოფაცხოვრებო ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ეს არის სიტუაცია, როდესაც მამა ცდილობს, რომ თავის თინეიჯერ შვილს მისცეს გარკვეული თავისუფლება და შორიდან დააკვირდეს რამდენად სიცოცხლისუნარიანია რეალურ ცხოვრებასთან კომუნიკაციაში.

მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილი იყოს თავისი თინეიჯერი შვილის მოქმედებებით ამ თავისუფალ რეჟიმში, იმიტომ, რომ პირველი რაც გააკეთა ამ შვილმა, წავიდა, დათვრა სადღაც და შესაძლოა, ჯერჯერობით მსუბუქი ნარკოტიკები გამოიყენა. მძიმე ნარკოტიკებზე ეს ხელისუფლება ჯერ არ გადასულა.

დაინახა, რომ არ არის ეს ახალგზრდა მომწიფებული, რომ თვითონ იფუნქციონიროს. ამ ფაზაში ვართ დღეს’’, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

„არაფერი იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი, ყველა მიიღებს მისაღებს“ - კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე

30 სექტემბერი, 2025 , 13:51

არაფერი იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ბოლი - თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოს გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ყველა მიიღებს მისაღებს! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების&ld

ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს, არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას როგორ აპირებს, მოგვიყვეს, თუ არ შეუძლია სიტყვებით გადმოგვცეს, გვიმღეროს - დავით მათიკაშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 17:12

პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა, 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებას როგორ მოახერხებენ და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,,ოცნებას` მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას - პაატა ბურჭულაძე

29 სექტემბერი, 2025 , 16:41

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამ

„რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს” - პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს

29 სექტემბერი, 2025 , 14:00

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან და მის შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ახალაიასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს. ის გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის მიერ

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2025 , 15:23

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხ

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე

25 სექტემბერი, 2025 , 12:58

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამი