უკან
არქივი
კომენტარი
13 აგვისტო, 2020 13:00
“ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია” - ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებაზე
„ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება.
„ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში Helen Khoshtaria-ს დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა.
ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო.
სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?
ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს,“- აცხადებს ოქრუაშვილი.