საზოგადოება

ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, პროექტ "CONTACT - Black Sea"-ს გახსნითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მოიცავს ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის საკითხებს შავი ზღვის რეგიონის სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.
პროექტის მიზანი ბირთვული და რადიაციული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი კადრების მომზადება და შესაბამისი უწყებების შესაძლებლობებისა და საჭიროებების განხილვა, ასევე პროექტის სამომავლო აქტივობების განსაზღვრაა.
პროექტს ახორციელებს გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და აშშ-ის მთავრობები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, ახორციელებს პროექტის კოორდინაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
ონლაინ შეხვედრებს ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთ სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35