უკან

საზოგადოება

25 ნოემბერი, 2018 11:54
font-size

ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად `თეთრი ყვავი` - მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები

ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად "თეთრი ყვავი" - მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მოისყიდოს. ჩანაწერიდან იკვეთება, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიზნესს არეკეტებს.

ფარული ჩანაწერი ფინანსთა სამინისტროში 26 ოქტომბერს გამართული ღამის შეხვედრის დეტალებს ასახავს. მოლაპარაკებას ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. თათბირის მონაწილეები წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებს ომეგა ჯგუფის დირექტორებთან ათანხმებენ.

ჩანაწერიდან დგინდება, რომ საგანგებო დავალებებს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსს აძლევს. ფარული ჩანაწერიდან ჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდს უკვე მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კომპანიას 52-მილიონიანი დავალიანება აპატიოს, შეხვედრაზე ბოლო დეტალები თანხმდება.

ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ექსპერტი და ფინანსთა მინისტრის მოქმედი მოადგილე, მიხეილ დუნდუა, ითხოვს, ყველაფერი მალულად გაკეთდეს ისე, რომ დავალიანების ჩამოწერის ამბავს აჟიოტაჟი არ მოჰყვეს.

საუბრიდან ირკვევა, რომ მთავრობა მზად არის, 42 მილიონი ბიზნესმენს აპატიოს, მაგრამ ამ გარიგების გაფორმება ჩუმად უნდა - "ჩანდეს, როგორც „თეთრი ყვავი“.

ივანე მაჭავარიანი - ანუ, ეს რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვდის რა? საგადასახადო შეთანხმება გამოგვდის, ხო?

მიხეილ დონდუა - საგადასახადო შეთანხმება გამოგვდის. მე ვფიქრობ ასეთ რაღაცას, რო ეს, ეს საკითხი ჩვენ ხო სხვებთანაც გვაქვს გაკეთებული

ივანე მაჭავარიანი - გვაქვს, მაგრამ საგადასახადო შეთანხმება მთავრობაზეა

მიხეილ დონდუა - მთავრობაზეა, უნდა შეემატოს ეს საკითხი იმას, რომ მკვეთრად... ეს საკითხი, რაღაც ვარიანტი

გიორგი ქურდაძე - კი, განვიხილეთ ეს ყველაფერი და

მიხეილ დონდუა - ისე გავაკეთებთ, რომ არც თეთრი ყვავივით გამოჩნდეს და არც იყოს, რომ თქვენ დაგაკლდეთ რამე

ივანე მაჭავარიანი - და საგადასახადო შეთანხმება არი პრაქტიკა და გამოვიყენებთ ხოლმე, როგორც იცით, მაგრამ, მაგრამ ეს მთავრობაზე დასამტკიცებელი ის არის რა ქვია, ამ ეტაპზე ეს გადახდილია? (1 მილიონი ლარი)

გოგი ქურდაძე - უკვე გადახდილია (1 მილიონი ლარი)

ივანე მაჭავარიანი - შეიტანეთ?

ნიკოლოზ ასანიძე - კი.

შეხვედრა 26 ოქტომბრით თარიღდება. დილიდან ზაზა ოქუაშვილი აანონსებს, რომ 4 საათზე ლონდონიდან საგანგებო განცხადებით ერთვება. ქართუ ბანკი დილით ომეგა ჯგუფის დირექტორებს უკავშირდება და 8-მილიონიან სესხს ყოველგვარი გარანტიის გარეშე, 2 საათში უმტკიცებს. შემოსავლების სამსახური 3-თვიანი უარის შემდეგ 4 მილიონის აქციზური მარკის გადაცემაზე თანახმაა და მარკებს მოკლე დროში, თანხის ჩარიცხვიდან 40 წუთში გასცემს, ფინანსთა სამინისტრო კი ზაზა ოქუაშვილის კომპანიას 52-მილიონიანი ვალის ჩამოწერას სთავაზობს.

გეგმის მიხედვით, დავალიანების დიდი ნაწილი 30 მილიონი ომეგას ჩამეოწერება - 10 მილიონს 5 წლის განმვალობაში დაფარავს. თანხის გადახდა 2 წლის შემდეგ დაიწყება.

მიხეილ დუნდუას აქტიურობა, რომელიც ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, ადასტურებს, რომ დავალება ომეგა ჯგუფისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ ხელისუფლებამ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

საუბრის ბოლოს ღამის თათბირის მონაწილეები სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იშლებიან, რომლის შესახებ ინფორმირებულია ბრიტანეთის საელჩოც. შეთანხმება დოკუმენტურად მოგვიანებით უნდა გაფორმებულიყო.

ზეპირი მოლაპარაკება დოკუმენტურად გაფორმებული ამ დრომდე არ არის.

წყარო: რუსთავი2

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი