უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 ივნისი, 2017 18:55
font-size

ბოკერიამ მითხრა სახალხო დამცველი ხარ და კანონის უზენაესობა უნდა იყოს შენთვის მნიშვნელოვანი და არა საზოგადოებრივი აზრიო - სოზარ სუბარი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე, ჩვენება მისცა.

სუბარმა პროცესზე გაიხსენა, რომ გირგვლიანის საქმეზე მას შეხვედრა ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში ვანო მერაბიშვილთან და გიგა ბოკერიასთან ქონდა.

ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, შეხვედრაზე გიგა ბოკერიამ მას შეახსენა, რომ სახალხო დამცველი იყო, შესაბამისად კანონის უზენაესობის მომხრე უნდა ყოფილიყო.

"ბოკერიამ დაიჭირა ერთი ჩემი ფრაზა, საზოგადოებრივ აზრს რომ ვახსენებდი, რომ უნდა დააკავონ დამნაშაავეები საზოგადოების აზრი ასეთი იყო. ეს ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა ბოკერიამ და მითხრა, შენ სახალხო დამცველი ხარ და კანონის უზენაესობა უნდა იყოს შენთვის მნიშვნელოვანი და არა საზოგადოებრივი აზრიო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მან პირდაპირ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა გადადგეს, რადგან გირგვლიანის საქმეში მისი ახლო გარემოცვის ჩართულობა იკვეთება.

სუბარის თქმით, მან პარლამენტს წარუდგინა ანგარიში, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

"შემდეგ ყველა ჩემს მოხსენებაში მეორდებოდა გირგვლიანის საქმე. მე შევხვდი მე-7 დაწესებულებაში ამ საქმეზე დაკავებულებსაც. მოდიოდა ჩვენთან ინფორმაციები, რომ დაკავებულები განსხვავებულ პირობებში იყვნენ და ომის დროს, საერთოდ გაყვანილი ჰყავდათ. ეს ადამიანები საქმეებს არჩევდნენ და ბიზნესებს აგვარებდნენ ციხიდან. განათლების მინისტრის მაშინდელი მოადგილე მოვიდა ჩემთან და მთხოვა დავხმარებოდი, რომ ეს ადამიანი ციხიდან ართმევდა კომპანიას. ციხეში ისინი არა მხოლოდ განსხვავებულ პირობებში იყვნენ, არამედ ვითარებას მართავდნენ გარედანაც", - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზეც.

სუბარის თქმით, აკაკი მინაშვილის და ჩიორა თაქთაქიშვილის მონაწილეობით, შეწყალების კომისიაში არც ერთი არ იყო ლოიალური ჩვენს რეკომენდაციებში, განსხვავებით ნიკა რურუასა და ნიკა გვარამიასგან, რომლებიც შემწყნარებლები იყვნენ შედარებით.

"თუმცა საბოლოო სია 50%-ით თითქმის იცვლებოდა. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალება კი მოხდა კომისიის საერთოდ გვერდის ავლით. ცხადია, მათ შეწყალებას მხარს არ დავუჭერდი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, რაც შეეხება საქმეს, სახალხო დამცველის ოფისმა სრული რეალობა იცოდა.

"ეს ყველაფერი ქმნიდა იმის განცდას, რომ საქმე გვქონდა ადამიანის უფლებებია რღვევასთან და ეს არ იყო კრიმინალი .ცივსისხლიანი მკვლელები - ასე შევაფასე მაშინ საჯარო განცხადებაში გირგვლიანის საქმის მონაწილეები. მათში ვიგულისხმე ახალაია, მელნიკოვი და ყველა ვინც იმ სუფრასთან იჯდა და ცდილობდნენ ბრალი სხვაზე გადაეტანათ", - განაცხადა სუბარმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი