უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებმა აქამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია -მამუკა ბახტაძე

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებმა სულ სხვა, ახალ დონეზე გადაინაცვლა და აქამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ტელეკომპანია Fox-თან ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემა Special Reports-ის წამყვანმა ბრეტ ბაიერმა მთავრობის მეთაურს დაუსვა კითხვა აშშ-ში სამუშაო ვიზიტისა და პრეზიდენტ ტრამპის ადინისტრაციასთან ურთიერთობის შესახებ.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივებს და მისი ადმინისტრაციის ჩართულობას საქართველოსთან ურთიერთობებში.

“პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ფართოვდება და დღითიდღე მტკიცდება. დღეს ის უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვას, რა გზავნილების გაჟღერებას გეგმავს ქართველი ერის სახელით ამერიკელი ხალხის მისამართით გაეროს ტრიბუნიდან, პრემიერმა უპასუხა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლოობის გარდა ორ ქვეყანას ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს და მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი არსებობს.

“ჩვენი ძალისხმევით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს 8 ქვეყნისთვის, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე: 2 ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, 5 - ცენტრალურ აზიაში და ავღანეთი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოხმარების ბაზარი. ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი რაოდენობის ამერიკული კომპანია საქართველოში”, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ინტერვიუში ასევე გულწრფელი თანადგომა გამოუცხადა ქარიშხალ “ფლორენსის” შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი