უახლესი ამბები
- 17.02.2019 11:03შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- 17.02.2019 10:57პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
- 17.02.2019 10:26დღის კალენდარი _ 17 თებერვალი
არქივი
საზოგადოება


ბორჯომის ხეობაში შეიარაღებული ძალების გამოყენების საჭიროება არ დგას - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ადგილზე ვითარებას ეცნობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ჩართული იყო პროცესებში და დეტალურ ინფორმაციას იღებდა ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.
აბაშიშვილის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ ატენის ხეობაში გამოიყენეს, ხოლო ბორჯომის ხეობაში ამის საჭიროება არ დგას.
„გამოიცა განკარგულება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით. თუმცა ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალები გამოყენებულია მხოლოდ ატენის ხეობაში. ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით საჭიროება არ დგას შეიარაღებული ძალების გამოყენების, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება“, - თქვა აბაშიშვილმა ბორჯომის ხეობაში ყოფნისას.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი 20 აგვისტოს გაჩნდა. ამ ეტაპისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. რაც შეეხება ატენის ხეობას, იქ ცეცხლი ლიკვიდირებულია და 2 დღის განმავლობაში ნახანძრალის მონიტორინგი ჩატარდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა
16 თებერვალი, 2019 , 22:54

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი
16 თებერვალი, 2019 , 20:32
მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
16 თებერვალი, 2019 , 19:25

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო
16 თებერვალი, 2019 , 17:01

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
16 თებერვალი, 2019 , 14:20

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს
16 თებერვალი, 2019 , 14:00