უკან

ეკონომიკა

4 მაისი, 2017 12:30
font-size

ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი იქნება - გიორგი კვირიკაშვილი

2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლად შექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზატორი და მასპინძელი იქნება - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა, ქართული ღვინო და მისი პოტენციალი.

„ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა, სადაც საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი და ღვინის ქვეყანა, სადაც ეს კულტურა შეიქმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ივლისის ბოლოდან, ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს ამ მნიშვნელოვან გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ. ამ წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. გამომდინარე გამოფენის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან, მინდა ვთხოვო ყველა უწყებას მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევან დავითაშვილთან, რათა საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს.

ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისა და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, საქართველო იქნება მასპინძელი. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს მიღწევა. ასეთი რამ ალბათ, წარმოუდგენელიც იყო წლების წინ და დღეს ეს გახდა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55.2 %-ით შემცირდა - საქსტატი

9 დეკემბერი, 2024 , 15:18

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებ

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე