უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2021 14:34
font-size

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო

26 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. 'ბრისტოლიდან ბეიჯინამდე”- ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად სიმსივნეს ებრძვის, პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად თვალს ადევნებს ჟურნალისტებიც. ამჟამად, მასთან ერთად საქართველოში იმყოფება ბიბისის ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს.
რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარამენტმა გაუწია. ის რეგიონს დღეს დატოვებს და გეზს აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღებს. მას ბათუმიდან ფოთამდე “Critical Mass” ბათუმის ველოსიპედისტები გააცილებენ. საქართელოში ლუკთან ერთად მოზაურობს მისი დედაც, რომელიც შვილთან ერთად მართავს ველოსიპედს. საქართველოს შემდეგ ველოსიპედისტი მოგზაურობას უკვე აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელებს.
"ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი თავგადასავალი, მეორე კი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემაა. 2018 წელს, დამიდგინდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, თუმცა ბევრი ადამიანი შემხედავს ახლა და ალბათ არც დაიჯერებს. ამ მოგზაურობით მინდა ვაჩვენო, რომ შენ მაინც შეგიძლია იოცნებო და იცხოვრო შენი საუკეთესო ცხოვრებით პანდემიისა და ბევრი სხვა სირთულეების მიუხედავად. ეს მოგზაურობა ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს დავიწყე. მთელი წელი დამჭირდა და ცოტა მეტიც, რომ საქართველომდე ჩამოვსულიყავი. ნაწილობრივ, პანდემიის გამო, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვა აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. მოგზაურობის დასაწყისში საქართველო მოწინავე იყო ჩემს სიაში. მართალია, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა, ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის,“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ლუკ გრენფელშოუმ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი