უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივლისი, 2018 15:30
font-size

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია – STOP C იწყება

ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას – STOP C იწყებს.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს. ღონისძიებაზე პროგრამის 3 წლის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრებენ.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრების გამოფენაც იმართება. ასევე, წარმოდგენილი იქნება ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციისპროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 %-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი ესწრება, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.

საკვანძო სიტყვები:

`მოერიდეთ პოტენციურად საშიშ ადგილებს` - პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

13 მაისი, 2024 , 18:39

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პოტენციურად საშიშ ადგილებს მოერიდონ. "საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკ

160-მდე შეტყობინებაა შემოსული, აქციაზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია - ადვოკატი

13 მაისი, 2024 , 17:31

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია. მისი თქმით, ადვოკატთა ქსელში დაახლოებით 160 შეტყობინებაა შე

საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

13 მაისი, 2024 , 14:00

საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. სტუდენტები აუდიტორიებიდან გამოდიან და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს მანამდე შეუერთდებიან, მანამ რუსულ კანონს ხელისუფლება არ ჩააგდებს. კავ

პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია

13 მაისი, 2024 , 12:43

სტუდენტური მარში - რუსული კანონის გასაპროტესტებლად ახალგაზრდები დღეს, 19:00 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.  “დღეს, საქართველოში არსებული, ს

პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი - სახალხო დამცველი

13 მაისი, 2024 , 11:09

სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ "სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი".  ომბუდსმენ

გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

10 მაისი, 2024 , 17:23

"გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე", - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.  “მეორედ ჩამისაფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი