უახლესი ამბები
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
კომენტარი
ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება - მიხეილ დაუშვილი
ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის წერილი შეაფასა.
“შინაარსი არ გააჩნია - წეროს და იკითხოს რამდენიც უნდა. რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა. რა “ნაცი”? მე და ჩემი უამრავი მეგობარი რომ იქ ვდგავართ, ვინ არის იქ “ნაცი”? “ნაცი” კი არა, ეს ხალხი აპროტესტებს ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს და ევროპას რომ გვაშორებენ მაგას. მაგას ვაპროტესტებთ ყველანი და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს - ეგ არავის არ აინტერესებს იქ. ამ პროტესტს “ნაცებამდე” ვერ დაიყვანენ, იმიტომ, რომ გაცილებით დიდი პროტესტია, ვიდრე “ნაცმოძრაობა”, - აღნიშნა დაუშვილმა.