უახლესი ამბები
- 20.05.2024 14:5421 მაისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება
- 20.05.2024 14:36პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას არ ექვემდებარება - თინა ბოკუჩავა
- 20.05.2024 14:09საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა - თეა წულუკიანი
- 20.05.2024 13:38სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- 20.05.2024 12:28ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამხელს და აბათილებს “ქართული ოცნების” ტყუილს და დეზინფორმაციას, თითქოს არავის წარმოუდგენია არგუმენტები “რუსული კანონის” წინააღმდეგ - ანა ნაცვლიშვილი
- 20.05.2024 12:19ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია საქართველო და იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ, საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე იყოს - შალვა პაპუაშვილი
- 20.05.2024 12:00უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით - ირაკლი კობახიძე
- 20.05.2024 11:57ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი კობახიძე
- 20.05.2024 11:53ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს
- 20.05.2024 11:47ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
არქივი
კომენტარი
გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა
"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.
ფოტიგა აზიარებს რეზოლუციის ფოტოს, რომელიც ევროპარლამენტმა 25 აპრილს მიიღო და რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიას, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.
როგორც ცნობილია, გასულ ღამეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე ანტირუსული აქციების მონაწილეს და ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, სახლთან დახვდნენ და სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, გარდა ამისა, დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.