პოლიტიკა
ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა - გედევან ფოფხაძემ მმართველ გუნდს დატოვა
დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, გუნდს გადაწყვეტილების შესახებ 22 თებერვალს აცნობა.
ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წამოსვლის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ აზრთა თანხვედრა აღარ ხდებოდა. დეპუტატის თქმით, მან ჯერ კიდევ პარასკევს მიმართა განცხადებით "ქართულ ოცნებას" პარტიიდან გასვლის თაობაზე და ასევე ფრაქციის თავმჯდომარეს.
"მე აქამდეც მქონდა იმის განცდა რომ ჩემი რესურსი "ქართულ ოცნებაში" იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მე მგონია რომ დარჩენა არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები "ქართულ ოცნებაში" ვიდრე რატომ წამოხვედი "ქართული ოცნებიდან". არის ორი საკითხის თანხვედრა რომლის პირობებშიც იქ იყო სადაც ხარ, უკვე არის შეუძლებელი. ერთი თუ შენ არსებითად იდეოლოგების დონეზე, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება- არ გაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც ხარ. და მეორე, შენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს ამ ხედვების გამოხატვის საშუალება იქ სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს.
პირველი -მე კიდევ შევძლებდი დამეძლია, იმიტომ, რომ დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მექნებოდა შესაძლებელი, რომ ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე ვის წინაშეც მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმ შესაძლებლობას სადაც გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა საუბრობ იმაზე რასაც ფიქრობ უნდა წახვიდე,"-განაცხადა ფოფხაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

