მსოფლიო
ჩემი ექსტრადირება უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების შეცვლას გამოიწვევს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ექსტრადირება მთავრობას შეცვლის როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.
„უკრაინის მთავრობა, რომელიც ჩემს ექსტრადირებას განახორციელებს, გამოიწვევს ხელისუფლების შეცვლას არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც“, - განაცხადა ოდესის ექს-გუბერნატორმა დღევანდელ ბრიფინგზე.
სააკაშვილის თქმით, ქართული სამართალდამცავი სტრუქტურები მის მხარეს დაიჭერენ.
„საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, შეიარაღებული ძალებისა და სახელმწიფო აპარატის უმეტესობა ჩემი შექმნილია და ისინი ჩემს მხარეს არიან. ეს არავისთვის არაა საიდუმლო. ისინი ვერ მოახერხებენ ჩემს დიდხანს გაჩერებას ქართულ ციხეში. ჯერ ერთი, ეს სასაცილო იქნება მსოფლიოსთვის, მაშინ მსოფლიოს ყველა პრეზიდენტი უნდა ჩასვა. მეორე, ქართველი ხალხი მათ [მთავრობას] დაამხობს და ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ“, -აღნიშნა სააკაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამას გამოეხმაურა უკრაინელი პარლამენტარი იგორ მოსიიჩუკი. მისი შეფასებით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ოდესის ყოფილი გუბერნატორის უკრაინიდან დეპორტაციის საფუძველს იძლევა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

