უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2017 18:20
font-size

ჩემი პოზიცია არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და განიხილოს მათი ხედვა არხის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის თქმით, მისი პოზიცია არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა.

„მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვისაუბროთ და გავაგრძელოთ დისკუსია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დისკუსიაში მონაწილეობა არ ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობის დარღვევასა და რაღაცაში ჩარევას“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ომბუდსმენი გარკვეულ დეტალებში ინფორმირებული არაა.

„მე ვფიქრობ, რომ იქ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ბოლომდე არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ ის მოვიწვიეთ, ხვალ თუ ზეგ გაიმართება შეხვედრა. ვფიქრობ, რომ აქ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა, იმიტომ რომ აქ ისეთი არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რაც შეიძლება გამოიწვიოს სახალხო დამცველის შეშფოთება“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ არხის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი აპირებს არხის რეფორმის პროცესში, დახუროს ყველა ის გადაცემა, რომლის რეიტინგი არხის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი