პოლიტიკა
ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას - კახა კალაძე
ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია და "შესაძლებლობა რომ იყოს", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსტიტუციით გაწერილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც "შესაცვლელია".
როგორ კალაძე ამბობს, ის პროპორციულ სისტემას მხარს უჭერდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების ქმედებებიდან გამომდინარე, აზრი შეიცვალა და პროპორციული საარჩევნო სისტემაში ქვეყნის არასტაბილურობის საფრთხე დაინახა.
"დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან სისტემა, რომელიც არის შეთავაზებული 100/50-ზე არის იდეალური. ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვექნება, ამ ცვლილების განხორციელება, ალბათ, რთული იქნება. რომ იყოს შესაძლებლობა, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია", - განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.