უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2018 16:00
font-size

ჩემმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის სახე - არჩილ ტატუნაშვილის დედა

ჩემმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის სახე, ჩვენთვის ომი არ დასრულებულა, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის დედამ - რუსუდან ტატუნაშვილმა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საქმეზე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ ისაუბრეს.

„სარჩელი ჩვენთვის სიმართლის დადგენას ნიშნავს. მოლოდინიც გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს ეს სარჩელი. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ის პირები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს და აწამეს ჩემი შვილი. აჩიკო სხვანაირად არ მოიქცეოდა. ისეთი პიროვნება იყო, რომ რაც მათ უნდოდათ, იმას არ გააკეთებდა და არ აღიარებდა.

მან თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა მისი და ქვეყნის ღირსება. ეს დაამტკიცეს ექსპერტებმაც. ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაიარად არ შეიძლება – ყველაზე ძვირფასი, რაც იყო, ის დათმო, სამშობლოს გამო დათმო სიცოცხლე. მსოფლიოს დაანახა პუტინის და რუსეთის სახე. 10 წელია, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ომი ვითომ დამთავრდა, მაგრამ ჩვენთვის ომი არ დასრულება. იმედი მაქვს, ახლა მაინც მოეღება ბოლო ოსების თავხედობას“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

ცენტრი „ემპათია“ ევროსასამართლოში გზავნის საჩივარს „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელშიც მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილია. დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა.

როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გაიგზავნება ევროკონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისთვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.

„საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი