უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 სექტემბერი, 2018 18:09
font-size

ჩემს შვილს რომ ახსენებს სარალიძე, კითხოს მის პოლიტიკურ მეგობრებს, დღეს რომ ახლოს ჰყავს, რისთვის დააპატიმრეს ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და ძმა - ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შვილმოკლულ მამას, ზაზა სარალიძის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„უპასუხოდ ვერ დავტოვებ ტვ 1 ში ზაზა სარალიძის დღეს გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებას. ეს ცდება არა მხოლოდ კანონის ფარგლებს, არამედ მორალურ ზღვარსაც. სწორედ მორალური ბოჭვის გამო სამართლებრივად არ მოვთხოვ პასუხს, მაგრამ უპასუხოდაც არ დავტოვებ. ამ სისაძაგლეს ხომ სხვებიც უსმენენ და ამიტომაც ვპასუხობ.

შემიძლია გავიგო სხვისი განცდა და ტკივილი, ვუთანაგრძნო, მესმოდეს რას გრძნობს ამ ტკივილის დროს და ადამიანურად ვუთანაგრძნო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ შვილის ტკივილი იცი რა არის, სხვის შვილებს არ უნდა დაესხა თავს. უკვე გასაგებია ,, ძველი დრო,, დღეს რატომ ინატრა ზაზა სარალიძემ ( ანგარიშსწორებისთვის), მაგრამ იმ ძველ დროში რომ არ დარჩენილიყო ჩვენი ქვეყანა ამას ვეწირებოდით ჩვენც და ჩვენი ოჯახებიც.

ჩემს შვილს რომ ახსენებს სარალიძე, კითხოს მის პოლიტიკურ მეგობრებს, დღეს რომ ახლოს ჰყავს, რისთვის დააპატიმრეს ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და ძმა 2009 წელს?

არ ახსოვს? შევახსენებ, ჩემთან ანგარიშსწორებისთვის და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების გამო.
და იცის რომელი მუხლით? იმ მუხლით, თავად რომ ბევრჯერ დაარღვია უკვე, (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მაშინ როდესაც ამ ორი უდანაშაულო ადამიანის საქმე სასამართლოში იხილებოდა და პირველად სასამართლოს ისტორიაში, სკოლის მოსწავლეს, არასრულწლოვანს ამ მუხლით, რომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სად იყო ზაზა სარალიძე?? აქციები რომ იმართებოდა უმარავი უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად მაშინ სად იდგა ნეტა??

რაც შეეხება პროკურორ ფხაკაძეს, არასოდეს დავიცავ პროკურორ ფხაკაძეს ! არასოდეს!

მის დაკითხვაზე არ ვიყავი რადგან საქართველოში არ ვიყავი. .

დიახ, ის იყო ერთ ერთი პროკურორი ჩემი ოჯახის პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე და იმ სასამართლომ და შემდეგმა ყველა სასამართლომ, თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ჩემს უდანაშაულო შვილს და ძმას .პოლიტიკური სასჯელი დაადეს ჩემს გამო.

არ დათანხმდენ საპროცესო შეთანხმებას და არ დაიბრალეს ის რაც არ ჩაუდენიათ. ჩემი უდანაშაულო ძმა ერთი წელი უმძიმეს პირობებში ყავდათ ციხეში და ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი 2 წელი დევნაში და ტერორში.... მათი გათავისუფლება მოხდა საერთაშორისო ზეწოლით 2 წლის მერე ...

ერთი დოკუმენტი დადოს ვინმემ საწინააღმდეგო! განაჩენი ამოიღოს სარალიძემ , ყველგან დევს ეს ინფორმაცია და ჩაიხედოს... წაიკითხოს და მერე ინატროს ძველი დრო....ეს საქმე ყველამ იცის ვინც მაშინ მიშას მზეს არ იფიცებდა !

ვაფრთხილებ ზღვარს ნუ გადადის... ყველაფერს აქვს საზღვარი...“ - დაწერა ეკა ბესელიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი