უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 თებერვალი, 2022 19:49
font-size

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით ფარმაცევტული სფეროს საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, კომიტეტის წევრებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც ფარმაცევტული სფეროს საკანონმდებლო რეფორმის ძირითადი პრინციპები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფარმაცევტული სფეროს საკანონმდებლო რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებში მუშავდება „სამკურნალო საშუალებების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტები.

„დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოება, ეფექტიანობა, არარაციონალური მოხმარება და ძირითადი (სასიცოცხლო) მედიკამენტების ხელმისაწვდომობა კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა ფარმაცევტულ სფეროში რეფორმის განხორციელება და ახალი კანონმდებლობის შექმნა. რეფორმის მიზანია ქვეყანაში მივაღწიოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას, სამკურნალო საშუალებების რაციონალურ მოხმარებას და ფარმაცევტული დანახარჯის შეკავებას, ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო უზრუნველყოფას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული რეფორმის მიზანია, ქვეყანაში მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების და ხელმისაწვდომობის სახელმწიფო უზრუნველყოფისთვის სამართლებრივი საფუძველის შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი