უკან

საზოგადოება

21 მარტი, 2017 13:55
font-size

ჩემთვის მიუღებელია, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანს ციხეში სვამენ - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი განაგრძობს კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“, რომლის ფარგლებში მან „ფაბრიკაში“ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან.

კონსტიტუციაზე მსჯელობა კითხვის დასმის რეჯიმში მიმდინარეობდა, ერთ-ერთი საკითხი კი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხებოდა, კერძოდ, არღვევს თუ არა არსებული მიდგომა ადამიანთა უფლებებს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისთვის მიუღებელია ადამაინის ციხეში ჩასმა ნარკოტიკების მოხმარების გამო.

„ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ადამიანს, რომელსაც არ ჩაუდენია კრიმინალი, არც არავინ მოუკლავს, არც არავინ გაუძარცვავს, არც არავისზე უძალადია, ციხეში სვამენ, რადგან მოიხმარა ნარკოტიკი. ეს ჩემთვის გაუგებარია“, - თქვა მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავისუფლება „შეცდომების დაშვებასაც“ ითვალისწინებს.

„თავისუფლება ის კი არ არის, რომ ჩვენ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, მათ შორის თავისუფლება შეცდომების დაშვების უფლებაცაა. მე თუ გეტყვი, რომ თავისუფალი იყავი, მაგრამ მომისმინე, ეს, ეს, ეს არის სწორი, სხვა რამე არ გააკეთო, თავისუფალი ხარ და აირჩიე, რასაც მე გეტყვი, რაც მე მიმაჩნია სწორად, ის. და ეს არ არის თავისუფლება. თავისუფლებას როდესაც ადამიანს აძლევ, მას აძლევ შეცდომების დაშვების უფლებას. ესაა მნისვნელოვანი და თუ ეს ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, თავის თავს აზიანებს, ეს მისი თავისუფლებაა და მას ამის გამო ციხეში არ უნდა ვსვამდეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი