უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 ივნისი, 2018 11:50
font-size

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების ფართობი 5 ჰექტარამდე შემცირდა

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის საგებსა და მშრალ ბალახს ცეცხლი მოედო, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. კიევის ოლქში უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის პრესმდივნის, ვიქტორია რუბანის ინფორმაციით, კიევის დროით 8:00 საათის მდგომარეობით დამწვარი ტერიტორიის ფართობი 5 ჰექტარამდე შემცირდა.

„ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 5 ჰექატარამდე აღწევს. ხანძრის ლიკვიდირებისთვის დამატებითი ძალები ჩართეს - ესაა ტექნიკის 15 ერთეული კიევის ოლქის სხვადასხვა ქვედანაყოფიდან. ტყე კი არა, ტყის საგები და ბალახი იწვის. ზემო ხანძარი არაა ამ მომენტისთვის, იწვის ბალახი“, - განაცხადა რუბანმა.

რაც შეეხება ხანძრის სავარაუდო მიზეზს, რუბანმა განაცხადა, რომ ამას დაადგენენ ხანძრის ლიკვიდირების შემდეგ.

ცნობისთვის, გუშინ კიევის დროით 10:10 საათზე ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მშრალ ბალახზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად 100 ტონამდე წყალი დაღვარეს. მაშველები ამტკიცებდნენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მათივე თქმით, 00:00 საათის მდგომარეობით კიევში, ჩერნობილსა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებში იყო.

მიუხედავად ამისა, სოცქსელებში პანიკა ატყდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იწვოდა წითური ტყე, რომელზეც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურის რეაქტორის აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური მტვერი ყველაზე მეტად გავრცელდა. თუმცა შემდგომ რადიოეკოლოგმა სერგეი გაშჩაკმა ВВС-სთან განაცხადა, რომ წითური ტყე აღარ არსებობს, რადგან მისი დიდი ნაწილი ბულდოზერებით „დაკრძალეს“, ხოლო ნაწილი 2 წლის წინ „დაიწვა“.

ჟურნალისტმა ტატიანა ვისოცკაიამ კი დაწერა, რომ ხანძრის გამო რადიაციული ფონი სადგურზე სამჯერ გაიზარდა. ის ირწმუნებოდა, რომ მთავრობა იტყუებოდა.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ