უკან

საზოგადოება

6 ივლისი, 2017 12:30
font-size

ჩხოროწყუს ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკიპაჟის მეთაურმა ბესიკ გაბიანმა და ეკიპაჟის წევრებმა - ბესიკ ბაკურიძემ, შალვა შალიბაშვილმა და დიმიტრი ქააძემ გმირული საქციელი ჩაიდინეს და ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე პრაქტიკულად დასვეს ვერტმფრენი, რის გამოც ისინი ჯილდოს იმსახურებენ.

„ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი, ასეთი მაღალპროფესიონალური ოპერაციით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. ასევე გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაში 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.

პრემიერის თქმით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 150 მეხანძრე, რომელთა ძალიან ეფექტური ოპერაციის შედეგად, საკმაოდ მცირე დროში მოხერხდა, რომ ცეცხლი მთელ ტერიტორიაზე არ გავრცელდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა და რამდენიმე მათგანმა დაზიანებაც მიიღო.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი