უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივნისი, 2025 14:02
font-size

ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანამ მოახერხა, ყოველგვარი ესკალაციის საფრთხის გარეშე, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა - ბექა ლილუაშვილი

ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოვლენით ქვეყნამ ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები დაიცვა.

„ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით და ამ მოვლენამ მოახდინა ის, რომ ჩვენ დავიცავით ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანამ მოახერხა, ყოველგვარი ესკალაციის საფრთხის გარეშე, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა. ამის უკან, ეს პროცესი, რაც წარმოებს პროკურატურის და საგამოძიებო კომისიის მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ და ეს არ არის ახალი დაწყებული.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ცნობილი მუქარა გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მალევე მოჰყვა გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა ბათუმში, რომელიც ჩასაფრებით, ჯგუფურად და შეიარაღებული ხალხის მიერ თვალთვალით განხორციელდა. ამ თავდასხმაზე, ხუთი თვეა, გამოძიება უმოქმედოა. გადამალულია მთავარი მტკიცებულება, ეს არის სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები და უმოქმედოა პროკურატურა. ამის შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდასხმა, კომისიაზე დაბარების საკითხი, სადაც ჩანდა, რომ სისხლისსამართლებრივი, პოლიტიკური დევნის საფუძვლები მზადდებოდა და ეს არის პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი, რომელიც კარგად აჩვენებს, ვინაა რეალური პრობლემა „ქართული ოცნებისთვის““, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი