უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:29გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
არქივი
რეგიონები


ჭუბერის სრულ რეაბილიტაციას მინიმუმ 3-4 თვე დასჭირდება - ნინო ვიბლიანი
ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა/რეაბილიტაციას, სულ ცოტა 3-4 თვე დასჭირდება. ამის შესახებ ჭუბერში მერის წარმომადგენელმა ნინო ვიბლიანმა თქვა. ინფორმაციცას bm.ge ავრცელებს.
ვიბლიანის თქმით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური ხიდი აღდგენილია, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება დაზარალებული ოჯახების ბედს, როგორც გამგებელი აცხადებს, ამ დრომდე სახელმწიფოს მათთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.
„ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. დაცულია ყველა სახლი, ყველა წყალმოვარდნის კალაპოტი გამაგრებულია. რაც შეეხება გზებს, აღდგენილია ის ცენტრალური ხიდი, რომელიც ორ მხარეს აკავშირებდა. ასევე გაწმენდილია გზები და გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა სრულ რეაბილიტაციამდე მინიმუმ 3-4 თვე დაგვჭირდება. იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სახლის დატოვება მოუწიათ, რაიმე შეთავაზება ჯერ არ გვაქვს, თუმცა ყველაფერს მოვაგვარებთ რომ უკმაყოფილოები არ იყვნენ. ზარალის ოდენობაზე ზუსტი რიცხვების თქმისგან თავს შევიკავებდი, ეს იმდენად დიდი ზარალია, ბოლომდე კიდევ არ არის დათვლილი, ცალ-ცალკე გვაქვს რაღაც სურათი, თუმცა ჯამური არა“, – აცხადებს ვიბლიანი.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
საკვანძო სიტყვები:

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
8 სექტემბერი, 2025 , 12:58
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა
3 სექტემბერი, 2025 , 15:58