უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 ივლისი, 2018 11:45
font-size

ჭუბერში საპანელო ხიდის აწყობა დილიდან დაიწყო

სვანეთში, ჭუბერში თავდაცვის სამინისტროს საპანელო ხიდის აწყობა დილიდან დაიწყო, მიმდინარეობს კონსტრუქციების აგება. პარალელურად სპეციალისტები მდინარის ნაპირს სწავლობენ.

ხიდის კონსტრუქცია თავდაცვის სამინისტრომ გუშინ შეიტანა, ხიდის აწყობას დაახლოებით 3-4 დღე დასჭირდება.

საპანელო ხიდი საჭირო გახდა, რადგან მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ხიდთან ერთად ჭუბერის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი წაიღო. იმისთვის, რომ მდინარის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ სამშენებლო ტექნიკა, აუცილებელია სწორედ ასეთი ხიდის აგება. ამასთან, მიმდინარეობს ჭუბერის ძველი შემოვლით გზის აღდგენა.

წუხელ მდინარის დონემ რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატა, თუმცა არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუშაობენ გზების აღდგენაზე. ასევე მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გამაგრება ყველაზე საშიშ ადგილებში.

სულ სტიქიის ზონაში 30-ზე მეტი მძიმე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს.

ჭუბერის მოსახლეობას საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთებს ურიგებენ.

ცნობისთვის, 5 ივლისს უხვი ნალექის გამო მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.

საკვანძო სიტყვები:

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი