უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 სექტემბერი, 2024 14:09
font-size

ჩვენ ერთად შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობაა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმი მხოლოდ ეკონომიკური ზრდა არ არის, ეს მშვიდობის თემაა.

„ომი ყველგან არის ჩვენს ირგვლივ. ბევრ ჩვენგანს ომი არამხოლოდ ტელევიზორში ან გაზეთებში უნახავს, ჩვენ მასში ვიცხოვრეთ. ყოველდღე ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები იტანჯებიან. ვხედავთ, როგორ ხდება მთელი მოსახლეობის ტრავმირება, ქვეყნებში ეკონომიკის ნგრევა. ვხედავთ, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობას, დეზინფორმაციას და კლიმატის კრიზისს“,- განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ორი მსოფლიო ომის შემდეგ, ტურიზმი გამოიყენებოდა როგორც ერებს შორის მშვიდობის აღდგენის და ხელშეწყობის საშუალება.

„ვხედავ ისეთ მომავალს, სადაც გაერო და ყველა პარტნიორი იმუშავებენ ხელიხელჩაკიდებულნი უფრო სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ,“- განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი, სადაც სპიკერები ტურიზმის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ.

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

27 სექტემბერი, 2024 , 09:34

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახე

SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

26 სექტემბერი, 2024 , 15:10

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლ

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

25 სექტემბერი, 2024 , 11:23

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორ

ცოდნა ზრდის საზღვრებს - საქართველოს ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში

24 სექტემბერი, 2024 , 15:26

51 სტიპენდიატი, 3 ქვეყანა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები - ეს საქართველოს ბანკის მიერ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგია.   ინიციატივა, რომელსაც ფინანსური ინსტი

30-ჯერ მეტი PLUS ქულა - საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ შეთავაზებას შექმნიან

24 სექტემბერი, 2024 , 14:55

საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერის კამპანიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, Ads მენეჯერის დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დ

23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

23 სექტემბერი, 2024 , 12:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, ზოგან შესაძლოა ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმიც დაფიქსირდეს. „მოსა