უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2024 15:26
font-size

ცოდნა ზრდის საზღვრებს - საქართველოს ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში

51 სტიპენდიატი, 3 ქვეყანა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები - ეს საქართველოს ბანკის მიერ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგია.

ინიციატივა, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ. აღმოაჩინეთ განათლების ახალი შესაძლებლობები ბმულზე.

CHEVENING

საქართველოს ბანკი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს. შედეგად, სტიპენდიატს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის საჭირო ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.

CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 31 სტიპენდიატი, რომლებმაც საკუთარი მიზნები რეალობად აქციეს.

CHEVENING-ის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ, მათ შორის საქართველოცაა.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

Fulbright

ამასთან, საქართველოს ბანკი აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის - Fulbright-ის პარტნიორია.

რაც ნიშნავს იმას, რომ Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად უფინანსებს.

საქართველოს ბანკის დაფინანსებით, 15 ახალგაზრდა უკვე გაემგზავრა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად, რომელთა მიზანი მიღებული განათლებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანაა.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა და კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს.

პროგრამის კონკრეტული მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის ინიციატივით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით გერმანიაში, 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე ხუთმა ახალგაზრდამ შეძლო მიეღო განათლება კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში - Miami Ad School Europe-ში.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ წესები და შერჩევის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, ფულბრაითისა და ჩივნინგის პროექტებს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს სს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

ჩვენ ერთად შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

27 სექტემბერი, 2024 , 14:09

მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობაა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალუ

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

27 სექტემბერი, 2024 , 09:34

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახე

SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

26 სექტემბერი, 2024 , 15:10

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლ

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

25 სექტემბერი, 2024 , 11:23

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორ

30-ჯერ მეტი PLUS ქულა - საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ შეთავაზებას შექმნიან

24 სექტემბერი, 2024 , 14:55

საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერის კამპანიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, Ads მენეჯერის დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დ

23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

23 სექტემბერი, 2024 , 12:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, ზოგან შესაძლოა ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმიც დაფიქსირდეს. „მოსა