უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2024 15:10
font-size

SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა.

წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები „ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის ამერიკული ქსელის “ბესტ-ბაის“ წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრებენ და მომავალ მკითხველს მათ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:

  • თიკა რუხაძე - ACT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი ლიდერების, გუნდებისა და ორგანიზაციების წარმატებული ტრანსფორმაციის მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • დეა ჩხაიძე - Creative Leadership Hub-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ლიდერობის და ორგანიზაციული კულტურის კონსულტანტი. ლიდერების აკრედიტებული ქოუჩი;
  • გივი გიორგაძე - გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი;
  • ლევან გიორგაძე - გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. „გასტრონომ ჯგუფის“ ბიზნეს კონსულტანტი. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ყოფილი დირექტორი და წარმატებული სტარტაპების „ქროსთის“ და „ვენროლის“ თანადამფუძნებელი.
  • წიგნის შეძენა ექსკლუზიურად SOLO ბუტიკში, 4 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, SOLO Books-ის მიზანი, ექსკლუზიურად SOLO- მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. SOLO Books-ის სერია გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში.

ჩვენ ერთად შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

27 სექტემბერი, 2024 , 14:09

მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობაა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალუ

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

27 სექტემბერი, 2024 , 09:34

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახე

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

25 სექტემბერი, 2024 , 11:23

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორ

ცოდნა ზრდის საზღვრებს - საქართველოს ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში

24 სექტემბერი, 2024 , 15:26

51 სტიპენდიატი, 3 ქვეყანა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები - ეს საქართველოს ბანკის მიერ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგია.   ინიციატივა, რომელსაც ფინანსური ინსტი

30-ჯერ მეტი PLUS ქულა - საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ შეთავაზებას შექმნიან

24 სექტემბერი, 2024 , 14:55

საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერის კამპანიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, Ads მენეჯერის დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დ

23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

23 სექტემბერი, 2024 , 12:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, ზოგან შესაძლოა ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმიც დაფიქსირდეს. „მოსა