უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო


ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა.
როგორც The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ახსენა პუტინი და სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე ემუქრებიან მსოფლიოს ბირთვული იარაღით.
"მთავარი ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია. დიახ, ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და სხვები და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო,
მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია", - თქვა ბაიდენმა.
გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა პირდაპირ დაადანაშაულა პუტინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილში და გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელიც თავს არიდებს პუტინის ხსენებას დანაშაულის საპასუხოდ.
ჩინეთი და რუსეთი – ევროპის ორი უმთავრესი გამოწვევა
25 მარტი, 2025 , 14:13
28 აპრილს კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
24 მარტი, 2025 , 16:43
ჯიმ რიში გამორჩეული ადამიანი და ლიდერია, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს - ტრამპი Megobari Act-ის თანაავტორ სენატორზე
21 მარტი, 2025 , 13:17
თურქეთში 37 ადამიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავეს
20 მარტი, 2025 , 14:14
ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება - ზელენსკი
20 მარტი, 2025 , 10:38
„ჩვენ სრულად ვიმყოფებით სწორ გზაზე“ - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
19 მარტი, 2025 , 21:02