უკან

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2018 12:05
font-size

ჩვენ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში, მაგრამ არ დავბრუნდებით - „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმს გააპროტესტებენ

ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები მეტეხის ჩრდილთან, სადაც ფორუმი უნდა ჩატარდეს, უკვე იკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ფორუმის შინაარსსა და თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს აპროტესტებენ.

მოძრაობის წევრის ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის იდენტურია. მისი თქმით, პრორუსული ძალები ცდილობენ, საქართველო კვლავ „თავის კლანჭებში“ მოაქციონ.

მისივე განცხადებით, დღევანდელი ფორუმი მცირე მეწარმეების მოხიბვლასა და მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში, მაგრამ არ დავბრუნდებით“,- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

აქციის ორგანიზატორები ფორუმის მონაწილეებისგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად აღიარებას მოითხოვენ.

„მივალთ და ვთხოვთ აღიარონ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი და არა რუსეთის“,- თქვა ჭარხალაშვილმა.

ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის ქართველი მასპინძლების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. რატომ ტარდება საქართველოში ღონისძიება, როცა ჩვენი ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის, ეს კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი