უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხს, სუვერენიტეტს და ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ რეპრესიებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა, ესაა სანქციების მიზეზი - არტურ გებალი
მე შემიძლია დავადასტურო რვა პირის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იყო არაერთი რეპრესია საქართველოში, რაც დადასტურდა, ჩვენ ძირითადად დავაწესეთ შემზღუდავი ზომები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც ჩვენ გვესმის, არიან ამ რეპრესიები უკან, – ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი ამ კუთხით იზოლირებული არ არის და კიდევ ბევრი ქვეყანა არსებობს, მათ შორის ევროკავშირში, რომლებმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგეს.
„პოლონეთი უერთდება ამ ქვეყნებს. ეს სანქციები არის იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც უშუალოდაა პასუხისმგებელი რეპრესიებზე. შეიძლება თუ არა, რომ ეს სანქციები გაფართოვდეს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, მაშინ, დიახ, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ. როგორც ჩემმა მინისტრმა თქვა საჯაროდ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ქართველი ერის არჩევანი და ჩვენც არ ვართ ქართველი ერის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხს, სუვერენიტეტს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ რეპრესიებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა. ესაა სანქციების მიზეზი“, – განაცხადა გებალმა.
ამასთან, პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ არ დაპატიჟეს საქართველო ვარშავაში.
„ეს იყო შედეგი საქართველოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იყო 28 ნოემბერს, ამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო გაყინავს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ვარშავაში კი გაიმართა შეხვედრა გაფართოების პროცესის მონაწილე ქვეყნებთან, რომლებიც აპირებენ გაფართოებაში მონაწილეობას და მათ არ გაუყინავთ გაფართოების პროცესები. ამიტომ იყო ვარშავაში საქართველოს ადგილი ცარიელი, მაგრამ აქვე მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ღია ვართ, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპის გზაზე. პოლონეთი არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ამჟამად. გაფართოება არის პოლონეთის ერთ-ერთო პრიორიტეტი. პოლონეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს მხარდამჭერი ამ ძალისხმევაში. ასე რომ, ჩვენ ველოდებით საქართველოს დაბრუნებას მოლაპარაკებებთან, რომ საქართველომ შეასრულოს პირობები. პირობები ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს, ასე იყო ჩემი ქვეყნის შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას ვახდენდით. ასე რომ, პოლონეთი დაუჭერს ამას მხარს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“,- განაცხადა გებალმა.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34