უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მაისი, 2018 14:15
font-size

ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ - ბექა წიქარიშვილი

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო, რათა არ მომყდარიყო დაპირისპირება. ამის შესახებ აქტივისტმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრამდე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და მასზე უნდა შეთახნმდნენ სამომავლო მუშაობის შემდგომ ფორმატზე.

„ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არაა და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის. საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი.

ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო, ჩემი აზრით. მე დაპირისპირებას ვერ დავუშვებდი", - განაცხადა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, შაბათს გამთენიისას თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრის გამო რუსთაველის გამზირზე 2 დღის განმავლობაში აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობდა. სპეცრაზმის შეჭრის გარდა აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას.

გუშინ აქციის პარალელურად ნაციონალისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტთან შეკრებილ ხალხამდე შეღწევას. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ისმოდა ძალადობრივი შეძახილები აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილთა მისამართით.

14 მაისის შუაღამით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან შეკრებილ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დაშლისკენ მოუწოდა. აქციის ორგანოზატორების თქმით, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი 19 მაისს კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი