უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მარტი, 2017 16:25
font-size

ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა დაიწყო.

ის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იმართება და 170-ზე მეტი სტუმარია მიწვეული.

მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ცნობილია, რომ პარლამენტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვის ინიცირება გააკეთა.

,,კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი რომ ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში, ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანების, განმტკიცების, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა.

მაგრამ როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი? ალბათ არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი. იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში.

კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით - ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად რომ იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

შემკვეთი, სულისჩამდგმელი და მთავარი მიზნის მიმცემი ამ დოკუმენტისთვის, არის სწორედ ქართველი ხალხი’’, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუცია არის თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ნება თანაცხოვრების კონკრეტულ წესთან მიმართებაში.

,,ეს არის თითოეული მოქალაქის კონტრაქტი თავის თანამემამულეებთან და სახელმწიფოსთან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ვფუნქციონირებდეთ, როგორც ერი და სახელმწიფო.

როგორ უნდა გავერთიანდეთ ერთიანი მიზნების ადა ცხოვრების წესის ირგვლივ’’, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, იწყება პროცესი - კონსტიტუცია ყველასია.

„იმისთვის, რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია, რომლის მიზანია ყველა მოქალაქეს, ინტერესჯგუფს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ყველას შეეძლება აზრის გამოხატვა.

,,გვჯერა, რომ ამ პროცესით მნიშვნელოვნად ხელს შევუწყობთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, იმიტომ, რომ მთავარი შემკვეთის, მთავარი სულისჩამდგმელის ხმას და მოსაზრებას მას ნათლად გავაგონებთ’’, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა კომენტარი.

"იმედია კითხვის ნიშანი, ჩემი საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა, გარკვეულად პასუხგაცემულ იქნა. ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა, მაგრამ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც მე თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა განცხადება.

"იმედია კითხვის ნიშანი, ჩემი საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა, გარკვეულად პასუხგაცემულ იქნა.

საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ. სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა, მაგრამ კიდევ ბევრი საკითხია, რომელის თაობაზეც მე თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი